ქართულ სიბრიყვეზე დავწერე, რომელიც ყარს… არ ახსოვთ: პური, რომელსაც ჭამთ – რუსულია!

იდეოლოგია რომ ათაყვანებს და ანადგურებს ადამიანს,
აი, დღევანდელი მაგალითი:

უკვე აბსოლუტურად არასიმპათიური ეპიდემიოლოგი ბატონი ცერცვაძე პროფესიული თვალსაზრისით დაუშვებელ სისულელეს აფრქვევს:
”რუსული ვაქცინა არაა კარგი, თან კარგიც რომ იყოს, იდეოლოგიური თვალსაზრისით მიუღებელია მისი შეძენაო” ?
აი, უფროსი თაობის საბჭოთა წყობით განადგურებული გონება – მორჩილი და ნებისმიერი დავალების შემსრულებელი.
იდეოლოგია არ არის პროფესიონალის საქმე!
ტყუილი კი საერთოდ მიუღებელია პროფესიონალისთვის!
ეს, საუბედუროდ, არ იცის ბატონმა ცერცვაძემ!
მთელი მსოფლიო წერს, – კარგიაო და… ევროპაში ამის გამო ლამის განხეთქილება მოხდეს. ბრიტანელები წერენ – როდის შევიძენთ რუსულ ვაქცინასო.
აი, ქართული სიბრიყვის სანაცვლოდ, ნორვეგიელები, მათ შორის პარლამენტარებიც მოუწოდებენ მთავრობას, გამოიჩინოს დამოუკიდებლობა და შეიძინოს რუსული ვაქცინა, თანაც, ეს მეზობელთან ურთიერთობას გააუმჯობესებსო. ?
ისე, ყველა ვაქცინა მოგახმაროს სიკეთეში, ბატონი ცერცვაძე! იშხაპუნე წინ და უკან!
საქართველოს ხორბლის 95% რუსეთიდან შემოაქვს და მას შესანიშნავად მიირთმევს ცერცვაძეც და ”იდეოლოგიურად სწორად ორიენტირებული საბრიყვეთიც” –
და არავინ ახსოვს როპ პური, რომელსაც ჭამს, რუსულია!
ეს სწორია, – ასეც უნდა იყოს!
რადგან ლოგისტიკურადაც რუსეთში ხორბლის ყიდვა ყველა ალტერნატივაზე უკეთესია, თანაც, ხელსაყრელია ფინანსურადაც!
p.s.
ეს პოსტი არ ეხება ვაქცინას! საერთოდ არ მაინტერესებს –
არ მჭირდება უახლოესი 50 წელი!
მე სიბრიყვეზე დავწერე!
ქართულ სიბრიყვეზე, – რომელიც ყარს!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი