საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას კვლავ განაცხადა.
“ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
წყარო: newposts.ge