მაკრონს და საღ ევროპელებს ეკუთვნით აზრი: ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს რუსეთის გარეშე და ეს ასეც არის!

‘’ნატო შექმნილი იყო ვარშავის ხელშეკრულებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ვარშავის ხელშეკრულება უკვე აღარ არსებობს’’ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა ძალიან სწორად შენიშნა, რომ ვერც რუსეთი და ვერც დასავლეთი საბოლოოდ ვერ შეეგუენ კომუნიზმის კრახს. ?
‘’ ჩვენ ზოგჯერ ვაგრძელებთ ბრძოლას იდეოლოგიისა და სისტემის წინააღმდეგ, რომელიც აღარ არის, არარსებული გეოპოლიტიკური ლოგიკით, რომელიც განაგრძობს ევროპის დანაწევრებას.
უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ამას დრო სჭირდება და ილუზიების განადგურება გაგრძელდება’’ – The Financial Times ახდენს პრეზიდენტის ციტირებას.
”ამიტომ, ევროპამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი ერთიანი თავდაცვის სტრატეგია” – თქვა მაკრონმა.
პოლიტიკოსმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს “არ გადასცენ დაცვა შეერთებულ შტატებს”, არამედ დამოუკიდებლად დაიცვან თავიანთი ინტერესები სამხედრო სფეროში თანამშრომლობით.’’
”მე ვიცავ ევროპის სუვერენიტეტს, სტრატეგიულ ავტონომიას, არა იმიტომ, რომ ნატოს წინააღმდეგი ვარ ან ეჭვი მეპარება ჩვენს ამერიკელ მეგობრებში, არამედ იმიტომ, რომ მესმის მსოფლიოს მდგომარეობა” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
” ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სამი რამ. პირველი ის, რომ ერთად შევქმნათ – და განვაახლოთ – უსაფრთხოების დღის წესრიგი და არქიტექტურა. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი კონცეფცია ნატოსათვის” – თქვა მან მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას (19 თებ., 2021)
p.s.
წლების წინ დავწერე – ევროპული უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება-თქო, – მაშინ, როცა ამაზე საერთოდ არ იყო ღიად საუბარი. არა მხოლოდ ინტუიციამ, არამედ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ მიკარნახა ეს!
მაშინ დავწერე პირველად, -საქართველოს ადგილი ევროპული უსაფრთხოების სისტემაშია-თქო.
მაკრონს და საღ ევროპელებს ეკუთვნით ის აზრი, რომ ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს რუსეთის გარეშე და ეს ასეც არის!
და მშვიდობიანი ევრაზიის კონტინენტი ცუდია ვინმესთვის?! არა! ეს ისაა, რაც ყველას სჭირდება!
ამიტომ, როცა იდეოლოგიით თავგამოლაყებული ნაგავი აქ რაღაც სისულელეებს წერს – პასუხს უხეშად და ღიად მიიღებს! მე არც გასართობად ვწერ და არც გრანტებისთვის! მე ჩემი სახელმწიფო მინდა და არა სხვის უკანალში გაჩხერილი ქვეყანა ტრაკშიმძრომი იდეოლოგიური კრეტინებით!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი