იქნებ კიდევ დარჩა რამე გასაყიდი, ჯერ კიდევ გაუყიდავი, ან საღალატო, ჯერ კიდევ უღალატებელი ❗️❗️❗️
ოხხ, როგორ ზიზღს იწვევს ეს შუბლისძარღვგაწყვეტილი პოლიტიკანები, უტვინო და უნამუსო, მდიდარი გვამები, საშოვარზე გამოსული ნახირი ❗️❗️❗️
თვითონ რომ ნაქურდალ ფულში იხრჩობიან და ხალხი მშიერია … ეს ხო არ აწუხებთ, მაგრამ არც ყოფნით რაც იქურდეს და ძარცვეს … კიდევ უნდათ ❗️❗️❗️
ნერვიულობენ, ფრჩხილებს იჭამენ, კბილიბი უკაწკაწებთ, ნატრობენ იქნებ რამე სამშობლოს ნაგლეჯი კიდევ გაყიდონ ❗️❗️❗️
ან იქნებ კიდევ დარჩა რაიმე საღალატო, ჯერ უღალატებელი და ვინმემ ამ ღალატში ფული გადაიხადოს ❗️❗️❗️
ან იქნებ ვინმე ქართველია დარჩენილი დასაჯიჯგნი, კვანტის გამოსადები, დასაბლოკი ან ჩასაცელი და იქნებ ამაში გადაუხადონ ❗️❗️❗️
ზიზღს იწვევს ეს შუბლისძარღვგაწყვეტილი, საძოვარზე გამოსული, საშოვარს გადაგებული ნახირი … მოსიარულე, უსულო გვამები ❗️❗️❗️
ჯონდი ბაღათურია; სოციალური ქსელი