ადვოკატი ლაშა გოლუბიანი “facebook”-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
თელასი იქცევა არაკეთილსინდისიერად და მოსახლეობას, მიუხედავად მთავრობის დადგენილებისა თებერვლის გადასახადს ახდევინებს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655
დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.
მიუხედავად აღნიშნული დადგენილებისა თელასმა გადაწყვიტა მოსახლეობას მაინც გადაახდევინოს თებერვლის თვის გადასახადი. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენება აიღეს 01 მარტს და მოსახლეობას თხოვენ გადასახადის გადახდას. პირადად ვესაუბრე თელასს, გადავამოწმებინე აბონენტის ნომერი, მითხრეს რომ 170 კილოვატ საათი ქონდა დახარჯული, შესაბამისად ეკუთვნოდა სუბსიდირება. როდესაც ვუთხარი რომ 200 კილოვატზე ნაკლები დანახარჯის პირობებში რომელიც მოიცავს თებერვლის თვეს რატომ თხოვთ მოქალაქეებს გადახდას. იცით რა მიპასუხეს? ჩვენება პირველ მარტს არის აღებული და თებერვლად აღარ ითვლებაო და გათიშეს ტელეფონი. რატომ არ აიღეს ჩვენება წინა დღით 28 თებერვალს? ან თუნდაც 01 მარტს ყოფილიყო აღებული ჩვენება ეს ხომ თებერვლის თვეში მოხმარეული ელექტროენერგიია, რომესაც მთავრობა იხდის? ეს არის მინიმუმ, არაკეთილსინდისიერი ქმედება და მაქსიმუმ, თაღლითობა და ხალხის გატყავება კომპანიის მხრიდან. იმედს ვიტოვებ მთავრობა და სემეკი დაინტერესდება ამ საკითხით და მოახდენს უსწრაფეს რეაგირებას. -წერს გოლუბიანი და მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სემეკს და თელასს.