მევახშე მამუკა ხაზარაძე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, ცდილობს, საქართველოს თავს მოახვიოს ამერიკელი ლობისტების ინტერესები და ქვეყნის ხარჯზე, მათთან ერთად დიდი ფული “აკეთოს”.
სურათზე: უესლი კლარკი
მისი თავხედობა ყველა ზღვარს სცდება, რაც ქვემოთ მოცემული ინფორმაციით დასტურდება:
„ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს და ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს“, – „ფორმულას“ ინფორმაციით, სწორედ ეს გზავნილი დაუტოვა საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს უესლი კლარკმა.
ნატოს გადამდგარი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, გავლენიანი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პრაიმერში მონაწილეობდა, – თბილისში რამდენიმე დღით სწორედ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ანაკლიის პროექტის ბედი ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ საეჭვო და ბუნდოვანი გახდა.
ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებსა და ამერიკის გადამდგარ გენერალს შორის დახურული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. „ფორმულას“ ინფორმაციით, უესლი კლარკმა ხაზარაძეს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გააცნო და ხელისუფლებასთან შეთანხმება შესთავაზა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.
„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს ამერიკელების ჩართულობით. „ეს არის აშშ-ს მკვეთრი პოზიცია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. კლარკი არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მასთან ვთანამშრომლობით“-აცხადებს ხაზარაძე.
შეხვედრის დეტალებზე მამუკა ხაზარაძე არ საუბრობს, თუმცა ის არ უარყოფს, რომ დახურულ კარს მიღმა მასსა და ამერიკელ გენერალს შორის საუბარი ანაკლიის პორტის მომავალს ეხებოდა.
შეთანხმების მიხედვით ანაკლიის კონსორციუმი ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში აღარ გაასაჩივრებს. ეს წინადადება მისაღებია ხელისუფლებისთვისაც, ისინი საერთაშორისო სკანდალს აიცილებენ თავიდან. მეორე მხრივ კი ხაზარაძე ჯაფარიძეს უნდა დაუბრუნდეთ დახარჯული 75 მლნ. დოლარი.
იუგოსლავიის დაშლის ერთ-ერთი ავტორი, ევროპაში სეპარატიზმის მხარდამჭერი პირსისხლიანი გენერალი უესლი კლარკი არ მალავს, რომ მას საქართველო ფეხებზე ჰკიდია და ჩვენი ქვეყნისგან ანაკლიის პორტის დაფინანსებას ითხოვს – საფინანსო გარანტიების სახით. როგორც ჩანს, კლარკს ძალიან სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გამოწვევა, რადგან არ შეიძლება მას არ ესმოდეს, რომ რუსეთი ანაკლიაში ამერიკელების სამხედრო ობიექტის გაჩენას არ დაუშვებს.
თავად მამუკა ხაზარაძე მევახშეობიდან საქართველოში ამერიკელი ავანტიურისტების მთავარ ლობისტად გადაიქცა. იგი აკრიტიკებს ასევე ყაზბეგის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც საქართველოს ჰაერივით სჭირდება, რათა განიტვირთოს გუდაური-კობის გზის მონაკვეთი და მთლიანობაში, საქართველოს სამხედრო გზა. გარდა ამისა, ქვეყნის სატრანზიტო შემოსავლები გაიზრდება და ეს ბევრად უფრო მეტი შემოსავალია, ვიდრე ანაკლიის პორტის ქიმერა. ხაზარაძე აცხადებს:
„ჩვენი ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდს, ნახევარ მილიარდ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას რუსეთს“.
ხაზარაძე, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, იდიოტიცაა, იმდენად ბავშვურ-ბრიყვულია მისი არგუმენტები, ან, ხალხს მიიჩნევს ასეთ ბრიყვად. რუსეთის ტანკები ცხინვალიდან ვერ შემოვლენ უფრო მარტივად, კავკასიონის ქედის გადმოლახვის გარეშე? ყაზბეგის შემოვლითი გზა რა შუაშია? მაშინ, ანაკლიის პორტი რომ დაიკავოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, მას წინ ხაზარაძის აფერისტი პარტნიორი, სუსტ იუგოსლავიასთან ძლიერი უესლი კლარკი აღუდგება?
ალბათ დროა, მოხდეს რევოლუციური ცვლილებები და ამ ტკიპას ჩამოერთვას ქართველი ხალხის ეროვნული კუთვნილება – ბორჯომის წყაროები (წილი, რომელიც მას დარჩა). მოხდეს ამ უნიკალური მონაპოვრის ნაციონალიზაცია!
“ნიუსფრონტი-საქართველო”