,,თუ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებთ, თქვენზე უარს ვიტყვი!“ ო.თუმანიანის წერილიდან სომხეთში მყოფ შვილებისადმი. დიდი კაცი იყო ბატონი ოვანესი, ჩვენი პატივი მას!
სომხეთის დაშნაკური მთავრობის აზრით თბილისი,გორი, ქვემო ქართლი , სამცხე-ჯავახეთი,თურქეთში მოქცეული საქართველო და ბათუმი სომხეთის კუთვნილებაა.ოდნავ ,,მოკრძალებული” აზრი ჰქონდათ იმდროინდელ სომეხ მეცნიერებს და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა აზრით საქართველო სომხეთის საზღვარი მტკვრის შუაწელის მარჯვენა სანაპირომდეა .წინსწრებით ვიტყვი, რომ ოსები ჩემულობენ მტკვრის მარცხენა სანაპირომდე ტერიტორიას. ჩვენი სამშობლო ან არ არსებობს ან მხოლოდ მდინარე მტკვარი ყოფილა (!!!),ალბათ მასზე თევზაობის უფლების გარეშე.
1918 წელს სომხეთის მთავრობამ საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, თბილისის, გორის მაზრისა და ქვემო ქართლიდან მოსახლეობის დაცლის მოთხოვნით. იმავე წლის დეკემბერში კი , ომის გამოუცხადებლად სომხეთის ჯარმა თბილისზე შეტევის მიზნით გადმოლახა საქართველოს საზღვარი. მათ მხარს უჭერდა სომხეთის მთავრობის მიერ გადმობირებული საქართველოს სომხური მოსახლეობაც. სომხეთის ჯარს სარდლობდა პირსისხლიანი, სომხეთის გმირი, დრასტამატ კანაიანი(დრო)(სურათზე), რომლის სარდლობის ქვეშ მყოფმა ძალებმა პირველი წარმატებების დროს, დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს სასქესო ორგანოები დააჭრეს და სახეზე დაადეს(მიუხედავად იმისა, რომ რბილად ვთქვი, მაინცმაპატიოს მკითხველმა, ), 92-93 წლების აფხაზეთშიც განმეორდა ასეთი შემთხვევები. ქართულმა ჯარმა, მაზნიაშვილის მეთაურობით უკუაგდო მომხვდური და რომ არა ინგლისის კატეგორიული მოთხოვნა, შესაძლოა ერევნამდეც ჩასულიყო. ინგლისის და შემდგომ ბოლშევიკების მეცადინეობით ლორე-ტაშირის რეგიონი სომხეთს ერგო. აქვე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ საომარი ვითარების გამო თბილისში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობაში მიღებაზე, შსს სომეხი ეროვნების თანამშრომლებმა უარი განაცხადეს.
სომხეთში დღემდე ამტკიცებენ წარმატებულად, საქართველოს წინააღმდეგ ჩატარებულ 1918 წლის სამხედრო კამპანიას. ჩვენი მეზობლები იმითაც ტრაბახობენ, რომ აფხაზეთის ომის 15 გმირი ჰყოლიათ. 1918 წლის დეკემბრის ომზე და ბაგრამიანის ბატალიონის ,,გმირობაზე“ ერთი საბოდიშო არაფერი წასცდენია ოფიციალერ ერევანს(არაოფიციალური ერევანიც არ იხოკავს ლოყას). ნეტავ თუ ახსოვთ, 1905 წელს ბაქოში მომხდარ თათარ-სომეხთა სასტიკ შეიარაღებული შეტაკების დროს ქართველმა პორუჩიკმა ბაბუნაშვილმა ასობით სომეხი რომ გადაარჩინა სიკვდილს, რისთვისაც მას მძინარეს გამოჭრეს ყელი. ვინ? არ ვიცი ალბათ თათრებმა. ( იმ დროს აზერბაიჯანელებს თათრებს ეძახდნენ, არ მიწყინონ)
ედიშერ ოდიშარია; სოციალური ქსელი