“გახარიას და ღარიბაშვილს შორის უსერიოზულესი ომი დაიწყო…” – ირინა სარიშვილი

“გახარიას და ღარიბაშვილს შორის უსერიოზულესი ომი დაიწყო – კომპრომატების ომი.

ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დაუხოციათ ერთმანეთი, მეორეს მხრივ, დიდი საშიშროებაა, რომ ეს ომი მხოლოდ მათ არ შეეხოთ.
ეს ზუსტად ის პერიოდია, რომელსაც უნდა გავუძლოთ და გადავიტანოთ – ხანმოკლე, მაგრამ ძალიან მძიმე პერიოდი.
რას ნიშნავს გაძლება და გადატანა?
ხალხმა და ოპოზიციამ დამოუკიდებელ მასმედიასთან ერთად ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა კომპრომატზე, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ ისე რომ არ აღმოჩნდეს იარაღი ან მსხვერპლი რომელიმეს ხელში – ერთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს, მეორე – ხელისუფლებაში მოსასვლელად.
სწორი მიმართულება ხალხს ზუსტად ოპოზიციამ უნდა მისცეს.
რა პლებისციტი, რის პლებისციტი!”

ირინა სარიშვილი; სოციალური ქსელი