„მანიაკის ხელშია ეს არქივი, მანიაკმა ჩაიწერა, გადაიწერა და მასვე უდევს ჩიპში“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა და აღნიშნა რომ კიდევ ბევრი ჩიპი არსებობს.
ვასილ მაღლაფერიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ამას ტელევიზიები ჩვეულებრივ ამბად გახდიან; ამაზე „ჭკვიანურ“ და ყალბ ლაპარაკს დავიწყებთ, უბედურებაში შევაბიჯებთ და ყველასთან დაიჩოქებს ამ მანიაკების შავი არქივი.
წყარო: report.ge