კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  147 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 64 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:   იმერეთი – 27, კახეთი – 18, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, შიდა ქართლი – 7, აჭარა – 4, ქვემო ქართლი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266.886-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.591-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში  2.495 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.421პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275.

278 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 77 პირი, მათგან  თბილისში – 7, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში.  949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.535 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.245 პირი, აჭარაში – 505, იმერეთში – 738.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  147 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

“სპუტნიკი”