სროლას ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა

სროლას შეერთებულ შტატებში მოსწავლე ემსხვერპლა.

 

ინციდენტი ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ვერ შეძლო. ის ადგილზე გარდაიცვალა.

სროლის მოტივი უცნობია, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.