ამიტომაც გაგვწირა ღმერთმა დასაღუპად, ჭკუაც გამოგვაცალა; იმდენად ყარს გარემო- გონიერი ადამიანისთვის აზრი ეკარგება ასე ცხოვრების გაგრძელებას… -რევაზ კილასონია

Quos deus perdere vult-
“ვისაც ღმერთები დასაღუპად გასწირავენ, მას ჭკუასაც აცლიან”.
ჩვენ ერთ დროს, ვიყავით მაგრები, ძლიერები, გონიერნი, (როგორც ჩანს, თორემ აქამდე ვერ მოვიდოდით) მაგრამ დღეს, ჩვენგან იმ ძლიერი, დიადი წარსულისგან, აღარაფერი დარჩა.

ალბათ ასეც უნდა იყოს, ეს კანონზომიერებაა, რომ მუდმივი არაფერია და ამიტომაც “გაგვწირეს ღმერთებმა დასაღუპად, თან ჭკუაც გამოგვაცალეს”.
აბა კარგად გავახილოთ თვალი, თუ ასე არაა?!
მხოლოდ გუშინდელი დღე გვეყიფა მაგალითად- ეკლესიაზე წამოუდგენელი თავდასხმა და აბორტის მომხრე ასოების მიერ ჩატარებული “1000 მშობლის მარში”.
და ასეთი რაღაცეები უკვე ყოველდღე ხდება..
იმდენად ყარს გარემო, რომ გონიერი ადამიანისთვის აზრი ეკარგება ასე ცხოვრების გაგრძელებას.
გამოსავალი?!
ალბათ ერთადერთი შანსი და იმედი არის ის, რომ ყველამ ერთად გავიაზროთ ეს ტოტლაური ეროვნული სიბანძე.. რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში..
რომ ჩვენ არაფერი გვცხია იმ წინაპრების, რომლებმაც ეს ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში დღემდე მოიყვანეს.
ჩვენ გვიყვარს ქება, ვაბოდებთ, როცა გვაქებენ ან ერთმანეთს ვაქებთ, ასეთები ვიყავით, ისეთები ვიყავით, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ჩვენ აღარაფერი არ გვაქვს, არ დაგვრჩა, არ გვეკუთვნის საქებარი.
დღეს ვართ კვაზი სახელმწიფო, საფრთხობელა კარიკატურა..
ამიტომ ნულიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი..
ვიყოთ რაციონალურნი, ადეკვატურნი, მტკიცენი, გონიერნი.
ასე უნდა განვეწყოთ, სხვაგვარად პროგრესი გამორიცხულია.
პ.ს. არავის არ ვზაფრავ, არავის არ ვაშინებ, არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ ეს ჩემეული რეალობის აღქმაა, ცოტა ემოციურიც.

რევაზ კილასონია; სოციალური ქსელი