ბნელი ფანატიზმი სპობს ადამიანს! – ამაზრზენი ხალხი, ვინც ქოცებად იწოდებიან, იმდენად ბნელი და გაუნათლებელი ხალხია, გაუმართლებელის გამართლებას არ ერიდებიან და მოსმენილის აღქმაც კი არ უნდათ!

ფაქტი სახეზეა:
ის ამაზრზენი ხალხი, ვინც ქოცებად იწოდებიან,
იმდენად ბნელი და გაუნათლებელი ხალხია, გაუმართლებელის გამართლებას არ ერიდებიან
და მოსმენილის აღქმაც კი არ უნდათ!
ეს უკვე ტრაგედიაა ყველასათვის!
ბნელი ფანატიზმი სპობს ადამიანს!


სიბინძურის გამართლება დანაშაულზე უარესია! პოლიტიკა ყოველთვის ისაა, რაც არ ჩანს და დროა ჩემი თანამემამულეები მიხვდნენ ამ ანბანურ რამეს!
ეს ჩანაწერები, რომელიც თავისი შინაარსით ამაზრზენია და ანადგურებს ქართულ სახელმწიფოს,
ცხადია, ცნობილი იყო!
ცხადია, მისი გაშვება შეიძლებოდა, ვთქვათ, 1 ან 2 თვის შემდეგ – რადგან ისეთი არაპოლიტიკური ფიგურა, როგორიც ბატონი ღარიბაშვილია, არა უბრალოდ ნომინალური ფიგურაა, არამედ შეუსაბამოც ამ უზარმაზარი თანამდებობისათვის!
მაშ რა არის მიზეზი?!
მარტივი რამ:
მთავრობას მიერ ჩადენილია პოლიტიკური დანაშაული
და ეროვნული ინტერესებისათვის მიყენებულია უდიდესი ზიანი ნამოხვანჰესების კასკადთათ დაკავშირებით, მიწის ნაკვეთად თურქებზე გასხვისებული 32 კმ სიგრძის რიონის ხეობის ჩათვლითა და კაბალური პირობებით!
ხალხის პროტესტი გორდება და ამ პროტესტს ვერავინ შეაჩერებს! მთავრობის მცდელობა ამაზრზენი ჩანაწერის გახმიანებით გადაიფაროს და შეჩერდეს ეს პროტესტი –
ფუჭი მცდელობაა!
რატომ?!
ეროვნული ინტერესები და
შემთხვევითი უსუსური ფიგურა ბატონი ღარიბაშვილი არატოლფასი სიდიდიეებია!
გუშინ კატასტროფული შემთხვევითი ტიპი გახარია იყო,
დღეს იგივე პარამეტრების ღარიბაშვილია; იმის წინ არაფერი სანუგეშო, იმის წინისწინ კვლავ – უნუგეშო!
ასეა!
ქართველი დგას ტრაგედიის წინაშე!
მისი სახეწლმწიფო 30 წელია შემთხვევითი ხალხის სათარეშო გახდა!
ასე ვეღარ გაგრძელდება!