საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (138–158კმ) მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუშინ დაწესდა.
ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“სპუტნიკი”