ეს საკითხი რამდენჯერმე წამოვჭერი ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ პასუხი ოფიციალური სტრუქტურებისგან აქამდე არ ისმის !!!
აგერ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, კოსოვო არა როგორც ცალკე სახელმწიფოდ, არამედ „კოსოვოს ტერიტორიად“ მოიხსენია !!!
ეს ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა და სკანდალიც გამოიწვია !!!
საქმე იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოსი არ იყოს, ესპანეთიც არ ცნობს კოსოვოს, რომელიც გაეროს თითქმის 100-მდე წევრმა ქვეყანამ აღიარა!!!
31 მარტს დაგეგმილი ესპანეთი-კოსოვოს მატჩი უეფას ეგიდით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ვინაიდან ესპანეთი კოსოვოს არ აღიარებს, პრობლემები შესაძლოა კოსოვოს ჰიმნის შესრულებას და დროშის აღმართვასთან დაკავშირებით შეიქმნას. შესაბამისად, თუ უეფას ამ კრიტრიუმების დაკმაყოფილება ვერ მოხდება, შეხვედრა არ გაიმართება.
საინტერესოა, ჩვენი სახელმწიფო რას აპირებს ამ ვითარებასთან დაკავშირებით ? რამეთუ, თუკი კოსოვოს ჰიმნის შესრულებას დაუშვებს და დროშაცას გამოატანინებს მათ, გამოდის რომ ფაქტიურად ცნობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას !!!
დათო ხვადაგიანი; სოციალური ქსელი