ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მამუკა ჯანგულაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დანიშვნამდე, მამუკა ჯანგულაშვილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი იყო, მანამდე კი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მას ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა ჯანგულაშვილმა ლერი ბარნაბიშვილი შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
წყარო: newposts.ge