რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გადადგა

რუსული სამთავრობო მედია ტასს-ის ინფორმაციით,რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა.

დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. შესაძლოა მთავრობის გადადგომა ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს უკავშირდებოდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვის დროს გააჟღერა.

ვლადიმერ პუტინმა დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს  კი საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის უფლება  ეძლევა.

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.