შევარდნაძე მართავდა საქართველოს, როგორც თახსირი, შრომითი კოლექტივის ეშმაკი დირექტორი კომუნისტების დროს და როგორც დონ კორლეონე 1993-ის მერე – იმ განსხვავებით, რომ თავად შეუწყო ხელი გაიძვერებისა და მოღალატეების აღზევებას.
ზვიადი დისიდენტი იყო, დისიდენტად დარჩა და არ (ან ვერ) მართავდა საქართველოს საერთოდ.
ჯაბა და კიტოვანი მართავდნენ საქართველოს, როგორც ეშმაკი დირექტორის კაბინეტში ძალით შეჭრილი აბრაგები, რომელთაც არაფრით არ უნდოდათ ამ კაბინეტის დათმობა. მაგრამ იმ “ბაგაჟით” რაც გააჩნდათ… ნუ, რამდენიც გაძლეს – გაძლეს. მიამტვრ-მოამტვრიეს და გაძარცვეს იქაურობა და წავიდნენ.
სააკაშვილი მართავდა საქართველოს, როგორც ”ჩასარეცხავად განწირულ დამნაშავეთა” კოლონიის უფროსი, თან ყველაზე უშვერი ლექსიკისა და ყოვლად საზიზღარი და არაადამიანური ხერხების გამოყენებით. ყველა ფეხზე ეკიდა, თავისი აქაური ”პადელნიკებისა” და იქაური სპონსორების გარდა. პატარასთან დიდი კაცი იყო და დიდთან პატარა. ნუ, ბოლოს რაც მიიღო – ყველამ დავინახეთ, თუმცა… ბუნებით ძლიერი ოპოზიციონერია, ბოლომდე არ დაუკარგავს დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერა და მისი ბიოგრაფია ჯერ ბოლომდე დაწერილი არ არის.
ივანიშვილი და მისი კრეატურები მართავენ საქართველოს როგორც ”ქართუ” ბანკს. ამაში ერთდროულად ვლინდება მათი სიძლიერეც და მათი სისუსტეც. ვნახოთ, რა გამოვა – არც მისი ბიოგრაფიაა დაწერილი ბოლომდე.
ერთი სიტყვით: ყველა ისე მართავდა (და მართავს), როგორც ასწავლეს და იცოდა (ან იცის). უნარ-ჩვევების ამბავი ყოფილა რა…
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი