პანკისში რელიგიურ ბრძოლას ქერიმ დუიშვილის აკლდამა შეეწირა

პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. 1977 წელს 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წმინდანად მიიჩნევს.

სურათზე: ყველაზე ცნობილი პანკისელი სალაფიტი, აბუ უმმა ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც ტერორისტული “ისლამური სახელმწიფოს” თავდაცვის მინისტრი გახდა და ანტიისლამისტურმა კოალიციამ გაანადგურა კიდეც.

 

აკლდამა, სავარაუდოდ, ფანატიკოსმა რადიკალებმა – სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა გადაწვეს, რადგან სწორედ ისინი უარჰყოფენ წმინდანობას და წმინდანად აღიარებული პიროვნების საფლავთან მისვლას წარმართობად აღიქვამენ. მაგრამ პანკისის სალაფიტური თემის იმამი აბუ მუსლიმი ვანდალიზმის აქტში სალაფიტების მონაწილეობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ქერიმ დუიშვილის აკლდამაში ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

უფრო დაწვრილებით, თუ ვინ იყო ქერიმ დუიშვილი და ვიდეო, როგორ შეურაცხჰყვეს და მოსპეს ამ ადამიანის საფლავი არაბული სალაფიზმით ტვინგამორეცხილმა ბარბაროსებმა, იხილეთ რადიო “თავისუფლების” გვერდზე, – აქ.