მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ შეთანხმება რეალური შედეგით დასრულდეს და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს

ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ დიალოგი, იმისთვის, რომ დასრულდეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ყველამ ძალიან მალე უნდა იხილოს საზოგადოებამ.

„ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელმაც ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ შეაჯამა არჩევნების შედეგები და კარგად მოგეხსენებათ, რომ არჩევნები მიჩნეულია როგორც კონკურენტუნარიან, თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებული. რა თქმა უნდა, ჩვენ გუშინ გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არჩევნების შეფასებას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მათი შეფასებით, ეს არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთოი მკაფიო პასუხია ჩვენ დასავლელ პარტნიორების, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ამ აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ დიალოგი, იმისთვის, რომ დასრულდეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ის, რაც იყო ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ყველამ ერთად უნდა ვიხილოთ ძალიან მალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

“იმედინიუსი”