ავარია ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. დაშავებულებს დაბეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.