მარაზმი, პარანოია, აბსურდის თეატრი: “თქვენ ხართ რუსეთის აგენტები და ატარებთ რუსეთის ინტერესებს…”

ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი ოპოზიციის წინააღმდეგ – თქვენ ხართ რუსეთის აგენტები და ატარებთ რუსეთის ინტერესებს.
ოპოზიციის ძირითადი არგუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ – აბსოლუტურად იდენტური.

მარაზმი, პარანოია, აბსურდის თეატრი… საცოდავი რუსეთი ამათ ხელში. მარსზე ხომ არ გადასახლდეს ჩვენი “პოლიტიკოსების” შიშით? ან იქნებ მის ადგილას ყინულოვანი ოკეანე წარმოვიდგინოთ – როგორც კახა ბენდუქიძე გვირჩევდა? და კიდევ აი ამის შიშით: ვექტორი, ვექტო-რ-რ-ი, დასავლური ვექტორი – რაც შეიძლება უფრო ომახიანად. ძალიან შეშინდება.
ისე, დიდი ხანია ვამბობ: გამართეთ პატიოსანი რეფერენდუმი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანობის თაობაზე და გავიგებთ ხალხის განწყობას…. მაგრამ ვინ გისმენს?
ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ არც რუსეთია სამოთხე და არც პუტინი ანგელოსი. ისიც ვიცი, რომ ძალიან დაბალი ხარისხის “ელიტა” შეიძინა ამ დიდმა ქვეყანამ 1990 წლის გადატრიალების შედეგად და შემდგომ, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩვენთვის დღეს დამახასიათებელ და ესოდენ მდაბალ ინტელექტუალურ ნიშნულებამდე აგრესიულ და ხშირად უსინდისო რუსულ “ელიტასაც” კი უჭირს დაშვება.
რუსეთი, ღრუსეთი, ღ-ღ-რუსეთი, ღ..ღღ…ღღღ… და იდიოტების გროვა, სერ! (ბერიმორი)
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი