დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა.
„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეულია შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული რაოდენობა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მიერ“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები.
ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით 10:30 საათზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.
“იმედინიუსი”