344 ახალი შემთხვევა და 240 გამოჯანმრთელებული

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის  344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 274721 შეადგინა.

კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ  240 ადამიანმა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა  268004  გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3643 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 32090 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21945, PCR ტესტით -10145.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,55%