ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას ეხმაურება.
„დღეს დილით თბილისში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არავინ დარჩეს საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა“ – წერს ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ჯანმო-ს წარმომადგენელი მადლობას უხდის ჯანდაცვის მინისტრს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ევროკომისარს ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებში სტელა კირიაკიდესს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის, „იუნისეფს“, „გავის“ და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს.
წყარო: newposts.ge