ხვალ საღამოს გვეცოდინება “ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება, თუ მოლაპარაკებობანას თამაში – გიორგი ვაშაძე.
ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება უნდა თუ მოლაპარაკებობანას თამაში – ამის შესახებ “სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს და ხვალ გვექნება რამდენიმე შეხვედრა. პირველი შეხვედრა არის პოზიციების მოსინჯვა და არა დეტალური საუბარი. არა მარტო იმიტომ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმიტომ, რომ ახალი არაფერი გვაქვს სათქმელი. დავაფიქსირეთ პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია პოლიტიკური პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი.
დანარჩენი უკვე გვიჩვენებს. სავარაუდოდ, დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ალბათ ევროკავშირიც ჩამოაყალიბებეს თავის პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ არის. წინასწარ არ შევიქმნი პოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად კომპრომისებზე მოვა საერთო შეხვედრაზე. ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში, არა მხოლოდ ჩვენ არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება.
48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული, რომელიც შემდეგაც კვირას საღამოს ან ორშაბათს გამთენიისას გვექნება ნათელი სურათი, შეთანხმების გზით მივდივართ, თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ კონსტრუქციული შეთანხმებისთვის მზად ვართ” – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო: report.ge