ლონდონში 33 წლის ქალის, სარა ევერარდის მკვლელობა ასობით ადამიანმა გააპროტესტა. დემონსტრანტების უმეტესობა გარდაცვლილის ნათესავები და მეგობრები იყვნენ. აქტივისტების თქმით, სარა 3 მარტს გაუჩინდარდა, მისი ცხედარი კი პოლიციამ ტყეში აღმოაჩინა. მკვლელობაში ბრალდებული ლონდონის პოლიციის 48 წლის თანამშრომელია.
აქციის დროს დემონსტრანტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 4 აქტივისტი დააკავა.
წყარო: ptn.ge