ჯერ შექმენით მესამე ძალა და მერე აიღეთ თბილისი: არც ანალიზის უნარი გაქვთ, არც ფაქტების ადექვატური აღქმის… – ლევან ადეიშვილი

მართლა ამეშალა ნერვები: თბილისში რომ აანონსებთ აქციას, მაშინ როცა ნაცებიც ქუჩაში არიან! მაშინ როცა პოლიტიკური კრიზისია
მესმის ეს ოცნება რაც რეგვენებია და თქვენისთანების ლეგიონზე მეტი ინტელექტი მაქვს, კი მაგრამ რომ ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება რეალობა რა იქნება??

ვინ აიღებს ხელში ხელისუფლებას?
არის ნაცების გარდა სხვა პარტია, თუ გოლეთიანი და ვარდოსანიძე ჩაიბარებს?
საერთოდ ფიქრობთ რა მოხდება ჰაა?
არც ანალიზის უნარი გაქვთ! არც ფაქტების ადექვატური აღქმის და მართლა ახია თქვენზე ნაცები
ჯერ შექმენით მესამე ძალა და მერე აიღეთ თბილისი!
ვერ გაიგეთ გადაკრული გეტყვით პირდაპირ
ახლა ნებისმიერი მოძრაობა რომელიც არაა პარტია! არ ყავს დიდი ელექტორატი! ანუ არ აკმაყოფილებს მესამე ძალის მოთხოვნებს
თუ ჩამოშლის ოცნებას და ვერ მიაყოლებს ნაცებს ანუ ვერ გადაჭრის მათ საშიშროებას
არის ნაცების ნარატივში ნებით თუ უტვინობით!
მიპასუხეთ პირდაპირ !! აი მოაწყვეს მიტინგი და ჩანოიშალა ოცნება!
ვინ მოდის ხელისუფლებაში? რომელი პარტია? ვინ გახდება პრემიერი? შსს მინისტრი? თავდაცვის?
ვინ იღებს პასუხისმგებლობას რომ არცერთი ძველი ოღრაშებიდან არ იქნება ახალ ხელისუფლებაში?!! თუ ლენინივით უნდა შეკიკინოთ არის ასეთი პარტიაო?
სადაა? თუ ფაციფუცით და უზეთოთ გამოაცხობთ ახალ მართველ პარტიას შესაფერისი კანდიდატებით?
ჯერ ამაზე მიპასუხეთ და ურაა ურაა მერე!
ერთია კრიტიკა და მეორე მიტინგობა მითუმეტეს ახლა!!
ახლა მოცდა ჯობია რას მოილაპარაკებენ და რა იქნება!
ხელისუფებაში მოსვლაზე დახარბებული ახალგაზრდების მეტი რა მინახია და ერთი ქრისტე ვიცი მასეთი ხიბლით რომ ვერ შეაცდინა ეშმაკმა!
სანამ ქუთაისში და მარტო ჰესებზე ვარჯიშობდნენ კიდე ჰოოო ! ვინ ოხერი??
მაგრამ თბილისი და რუსთაველი უკვე პოლიტიკაა და გამოგიჩნდათ ყველაფერი!
სასარგებლოები ხართ თქვენდა უნებურად თუ უარესადაა საქმე ?

ლევან ადეიშვილი; სოციალური ქსელი