რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, აცხადებს, რომ ეს უმტკივნეულო პროცესია და „არაა საშიში და საშინელი მოვლენა“.
„თვითგრძნობა ზუსტად ისეთი მაქვს, როგორიც ვაქცინის გაკეთებამდე მქონდა. როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა. ამიტომაც სხვადასხვა ვაქცინამ ასეულობით მილიონი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. მათ შორის, ეს ვაქცინაც თავის ძალიან დიდი როლს ითამაშებს COVID ინფექციის გართულების პრევენციაში. მჯერა და სწორედ ამიტომაც ვიკეთებ ვაქცინას, რომ ყველამ ნახოს, ვაქცინაცია არაა საშიში და საშინელი მოვლენა, არამედ ვაქცინაცია არის ჩვეულებრივი პროცესი, რომ მძიმე დაავადებების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ამ დროისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად 2 121 ადამიანია დარეგისტრირებული.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
“იმედინიუსი”