ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებას “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება.
“ამ ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს, მაგრამ არავის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელსაც ნორვეგიის ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა იკვლევს, იგივე დანიის შემთხვევა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს, ჰოლანდიას, ირლანდიას და სამ ბალტიისპირა ქვეყანას, აქვთ უბრალოდ მათზე რეაგირებადა გამოხმაურება. ამ ქვეყნებში შემთხვევები არ მომხდარა უბრალოდ ითვალისწინებენ ნორვეგიისა და განსაკუთრებით დანიის შემთხვევებს.
ჯერჯერობით ეს ყველა შემთხვევა უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ კონკრეტულ პარტიას. მილიონ დოზა ასტრაზენეკას, რომელიც 17 ქვეყანას გაუნაწილდა ევროპაში.
კონკრეტულ ამ პარტიაზეა დიდი ეჭვი, შესაბამისად გამოძიების თუ კლინიკური კვლევის შედეგებს ჩვენ დაველოდებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შემოსულია სამხრეთ კორეაში წარმოებული”