ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაციამ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა შეაფერხა – ლავროვი

2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია სერგეი ლავროვის განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს 2012 წლიდან, უარყოფითად იმოქმედა ქართველ რადიკალთა ივნისის პროვოკაციამ, რის საპასუხოდ, იძულებული ვიყავით, დროებით შეჩერებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით თბილისში გაკვეთილს ისწავლიან. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის ქართველ კოლეგას შორის. მხარეებმა გულწრფელი საუბარი გამართეს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატურ საკითხებზე. სამაგიეროდ, სამწუხაროა ის კომენტარები თბილისიდან, რომელიც გაჟღერდა საუბრის შედეგად. ჩვენი მხრიდან, არსებობს მუდმივი ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.