7 სანტიმეტრიანი სეტყვა მოვიდა ავსტრალიაში

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში  7 სანტიმეტრი დიამეტრის სეტყვა მოვიდა. სეტყვას დაერთო შტორმიც. უამინდობის გამო დაზიანდა ავტომობილები.

შტორმიდან 15 წუთში სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე 1200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ელექტროენერგიის დროებით გათიშვისკენ მოუწოდებს.