ძებნაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტ-ფაქტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, მონოლოგს გამოეხმაურა, სადაც გაბუნიამ თქვა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი ვეღარასდროს იქნება “საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს.
“ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა, მიხვდეს, რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ – არა, ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას, ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. Edison Research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში.
ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ, ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions, stupid! ასე მუშაობს ეს დედამო****ლი დემოკრატია, სულელო.
და ისე, გილოცავთ ნათლისღებას! ” – აცხადებს სააკაშვილი.