კალაძემ კონგრესმენიც “გამოსაქანებლად” გაუშვა – ამჯერად, კულტურული ფორმით

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – კახი კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, “რესპუბლიკელ” მარკვეინ მალინის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. კალაძემ ჟურნალიტებს უთხრა, მისთვის საინტერესო არ არის ცალკეული კონგრესმენების ვითომ “მეგობრული” განცხადებები:

“რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ აშშ სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური განცხადება, სადაც იმ რეფორმებზე მიუთითებენ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. რეფორმები დადებითად იყო შეფასებული; თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აშშ კონგრესმენთა და ყოფილ დიპლომატთა ლობისტური წრეებიდან ხდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ქვეყნის მთავრობამ ეს ლობისტები ფულით კვებოს სხვადასხვა პროექტების, მათ შორის, ანაკლიის მოჩვენებითი პორტის დაფინანსებით.