სუსის და ქაცარავას “დახუჭობანას” თამაში შიდა ქართლის ტყეში

ე. წ. “ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია”-ს მესვეურები, რომლებიც არაერთხელ დაფიქსირდნენ პარლამენტის შენობის წინ სააკაშვილისტების მიერ მოწყობილ პროვოკაციულ აქციებზე, თავს არ ანებებენ შიდა ქართლის ტერიტორიას და ქართულ სპეცსამსახურებსა და პოლიციას უაზროდ აცდენენ.

თუმცაღა, არც თუ ისე უაზროდ, რადგან წვრილ-წვრილი პროვოკაციების, ყურადღების გადატანისა და დაძაბულობის გაღვივების მეშვეობით ისინი ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილობას. ამას ისინი პატრიოტული ლოზუნგებითა და ტერიტორიების “მცოცავი ოკუპაციისგან” ხსნის ლოზუნგების ქვეშ აკეთებენ.

დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა “ნაციონალების” მომხრე დ. ქაცარავას მხრიდან ჩორჩანას ტყეში წითელი საღებავით მონიშნული ხეების ფოტოები, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური პასუხობს, რომ სუს-ისათვის ეს ამბავი 2016 წლიდან არის ცნობილი. თავის მხრივ, ოსები ამბობენ, რომ მათ ამ მონიშვნებთან კავშირი არ გააჩნიათ.

მაშ რა ხდება, რატომ “აჯეჯილებს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ პროვოკატორებს?! მეტიც, ჩვენი უშიშროება ისე იქცევა, თითქოს ქაცარავა საერთოდ არ არსებობს (უკეთეს შემთხვევაში) ან მას თავს უყადრებენ და სერიოზულ პასუხს სცემენ – ნაცვლად იმისა, რომ გაათრიონ რეგიონიდან, სადაც ასეთი პროვოკატორების გამო ოსებმა ახალგორში შესასვლელი და იქიდან გამოსასვლელი ჩაუკეტეს ჩვენს მოქალაქეებს და კიდევ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ!

ქაცარავა-მაცარავები ნახსენები საერთოდ არ არიან სუს-ის 2019 წლის 27 მარტის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ბევრი წყალ-წყალა საუბარია ამ ანგარიშში რუსების “ოკუპაციაზე” და აქედან მომდინარე საფრთხეებზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის დაძრული იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ხდება ქაცარავასნაირი პროვოკატორებისთვის ხელის შეწყობა, ჯაფარიძის “ანუსიანი” მომხრეების უნიჭო და სამარცხვინო “პერფორმანსები” და კიდევ ბევრი სხვა არაჯანსაღი მოვლენა.

ჯერ საკუთარი ეზო გავასუფთაოთ ნაგვისგან და რუს-ოსებს პასუხი მერე მოვთხოვოთ!

 

დავით გოგოლაშვილი,

“ნიუსფრონტი-საქართველოსთვის”