ქვეყანა-თეატრი, სახელწოდებით “საქართველო” – რას წერს გია გაბრიჭიძე

პუბლიცისტი გია გაბრიჭიძე თავის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველო არის თეატრის მაგვარი ქვეყანა, სადაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი და შედეგი:

“ქვეყანა, სადაც შედეგი მთავარი არ არის.
კი ბატონო შესანიშნავია, რომ დღეს წულუკიანმა ლომჯარია ‘მიტისკა’.
ვიცინეთ წულუკიანის სხარტულა ფრაზებზე, ლომჯარიას გამოთაყვანებულ გამომეტყველებაზე და რა?
მელიას მანდატი შეუჩერეს და… მის ადგილას ბასიშვილი დაჯდა.
ოცნებამ ნაცები შიშხათიანი გამოთქმებით აავსო.
შედეგი – ზერო.
კარგია. ვუყურეთ, წავიკითხეთ, დავწერეთ, გული მოვიფხანეთ, ფისი ვქენით და დავიძინეთ” – წერს გია გაბრიჭიძე.