კუპრავა “ინოვატორია”! – პროკურატურასთან ბოტასის „ძეგლი“ დადგა

ზვიად კუპრავა პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსს მართავს. აქციაზე მან ბოტასის “ძეგლი” მიიტანა.

აქციის მონაწილეებმა ძეგლამდე მისასვლელად ხალიჩაც დააფინეს.

„იმიტომ ბოტასი, რომ მოპარული ბოტასი მთლიანად ასოცირდება პროკურატურასთან. ბოტასის სახელწოდება არის „ოთარასი“. არაფერი დაუშავებია მირზა სუბელიანს იმაზე მეტი, რაც შოთაძემ გააკეთა და თუ შოთაძეს აბრუნებენ, მაშინ დააბრუნონ მირზა სუბელიანიც. ეს იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი. ის ან არ დაინიშნება გენერალურ პროკურორად, ან დაინიშნება პროტესტის ფონზე“,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა ოთხი დღის წინ დააკავეს იმის გამო, რომ მან პროკურატურის შენობასთან ბოტასები გადაყარა.