ამერიკელ კონგრესმენებს გრაფომანია ანუ “წერის ფაღარათი” დაეწყოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მორიგი წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელ ადამ კინზინგერის ტვიტერზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

უკვე სათვალავში აგვერია, მერამდენე წერილი მოდის ამერიკის კონგრესიდან. ამჟამად წერილის ავტორები არიან დემოკრატი ჯერი კონოლი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი.

კინზინგერის “ტვიტერის” ანგარიშის ცნობით, წერილში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას.