ხარკოვი მხარს უჭერს “შტაინმაიერის ფორმულას”

უკრაინის აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქის, ხარკოვის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების მიერ ე. წ. შტაინმაიერის ფორმულის ხელმოწერას, ასევე მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ აქციის – “არა კაპიტულაციას” – ჩატარებისაგან. ამის შესახებ საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე ხარკოვის მერმა გენადი კერნესმა დაწერა.

ხარკოველმა დეპუტატებმა მთლიანად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკას დონბასში და აღნიშნეს, რომ ჯარების გამოყვანა დონბასიდან არის “არა უკან დახევა, არამედ ცეცხლის უკეთ შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც სიკვდილის შეწყვეტისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს”.