ისრაელი რუსეთს გოლგოთას მთაზე ისტორიულ შენობას საკუთრებაში უკანონებს

იერუსალიმის ყველაზე წმინდა ადგილზე, გოლგოთას მთაზე, სადაც ჯვარს ეცვა უფალი იესო ქრისტე, რუსეთის იმპერიამ, საუკუნენახევრის წინ, შეიძინა ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი სიწმინდე, შემდგომში “ალექსანდროვსკოე პოდვორიედ” წოდებული ადგილი, სადაც ჯალათებმა იესოს საბოლოო განაჩენი გამოუცხადეს.

დღეს აქ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარია, ძველი ქალაქის კედელში არსებული ვიწრო გასასვლელითურთ, რომელსაც “ნემსის ყუნწს” ეძახიან, იესოს მიერ მდიდარ ადამიანებზე ნათქვამი ცნობილი იგავის გავლენით, რომ მდიდრისთვის სასუფეველში შესვლა ისევე ძნელია, როგორც აქლემისთვის ნემსის ყუნწში გაძრომა.

ამჟამად ეს წმიდა ადგილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას არ წარმოადგენს და მას რუსი ემიგრანტები აკონტროლებენ. თუკი რუსეთის ოფიციალურ პრეტენზიას ალექსანდრეს პოდვორიეზე არავინ გააპროტესტებს სასამართლოში, ისრაელის სახელმწიფო მას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუკანონებს უკვე 60 დღეში. ამის შესახებ ისრაელის ეკოლოგიის მინისტრმა ელკინმა განაცხადა.