ვარკეთილში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ადგილობრივმა ახალშობილი იპოვა.
“კვირას” ინფორმაციით, ჩვილი რამდენიმე საათის წინ წერილთან ერთად ნახეს.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბავშვი ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.