საკრებულოში ხაბეიშვილი სცემეს

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.