“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თაკო ჩარკვიანმა განაცხადა რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარედან უწყობდნენ პრობლემებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოხვედრილიყოო. ქალბატონო თაკო გარედანაც უწყობდნენ და შიგნიდანაც და ერთ-ერთი მამათქვენი ჯანსულ ჩარკვიანი იყო, რომელიც ზვიადის ჩამოგდებას და ქვეყნიდან განდევნას ითხოვდა.
ამნეზია არავის შეგვყრია და ვიდეოფირები ჯერ არავის დაუწვავს” – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.