შოუა ეს ქვეყანა. არავინ არ ლაპარკობს საქმეზე და იმაზე, ხვალ რა გველოდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „რეაქციაში“/
“როდესაც გახარიაზე მიდის საუბარი, მან ჯერ იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანია დასმული აქვს. რომელ ზღაპარს მეუბნებით, თითქოს გახარია გადადგა იმისათვის, რომ მელიაზე არ დაეშვა სპეცოპერაცია და მაშინ არ გადადგა, როცა ბავშვებს თვალები დასთახარა. კარგით რა. უცებ ხალხი აღფრთოვანდა, რომ როგორი პრინციპული ადამიანია. ხალხი როცა დაასახიჩრა თითქოს არაფერი მომხდარა და პირიქით დააწინაურეს, ხოლო აქ ერთი კაცის – მელიას დაპატიმრებაზე იმხელა პასუხისმგებლობა აიღო, რომ გმირი გახადეს.
რა მოხდა და ტიპიური გადანაწილებაა. მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომ კარგავს ელექტორატს. ეშლება ეს შეკოწიწებული არა იდეის და სახელმწიფო მიზნის გარშემო არამედ მის დასაცავად შექმნილი პარტია. ეს ქვეყანა შოუდ გადაიქცა, შოუა ეს ქვეყანა. არავინ არ ლაპარკობს საქმეზე და იმაზე, ხვალ რა გველოდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.