სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ამის შესახებ სენამედის საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმი ნინო მგალობლიშვილი აცხადებს.

„ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთი პაციენტი გადაიყვანეს ქუთაისში, ხოლო მეორეს უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა მძიმედაა”,- გვითხრა მან.

შეგახსენებთ,ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.

2 დაშავებული კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანეს,ხოლო სამი დაშავებული კლინიკა ,,არქიმედეში“.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: itv.ge