რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს იფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს. მისი თქმით, ალიანსი არარსებულ საფრთხეებს ეძებს.
„ნატო ეძებს საფრთხეს იქ, სადაც ის არ არის. არც აღმოსავლეთ ფლანგიდან, არც მოსკოვიდან და არც რუსეთიდან სატო-ს ახალი გამოწვევები და საფრთხეები არ ემუქრება. ახალი გამოწვევები და საფრთხეები – ეს არის პანდემია, ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები და მათი პოლიტიზაცია. საფრთხეა დასავლეთის ისეთი გადაუჭრელი პრობლემები, როგორიცაა რასიზმი, ნაციონალიზმი და დისკრიმინაცია“, – განაცხადა ზახაროვამ.