ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია

ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, მათ შორის არიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე მიწვეულები არიან ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებიც.

“მათ იციან, რომ მოწვეულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან მისაუბრია” – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შესახებ საუბრისას.

ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული სამიტი 22 აპრილს, “დედამიწის დღეს” დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.