ჩინეთის დედაქალაქს, პეკინს ქვიშის ქარიშხალი თავს ორი კვირის მანძილზე უკვე მეორედ დაატყდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქარიშხლის გამო პეკინში ხილვადობა გართულდა.
ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, ქვიშის ქარიშხალი მონღოლეთის უდაბნოში წარმოიქმნა და ძლიერი ქარის მეშვეობით პეკინამდე მიაღწია.
წყარო: ptn.ge