ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა – ნათია მეზვრიშილი

“შეიძლებოდა, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

წყარო: ptn.ge