ტყუპი ძმებივით ჰგვანან  საქართველო და “საქართველოს ფეხბურთი” ერთმანეთს: 30 წელი ვერაფრისგან და ვერავისგან იცავენ თავს…-გეგა ჟორჟოლიანი

ტყუპი ძმებივით ჰგვანან  საქართველო და “საქართველოს ფეხბურთი” ერთმანეთს: 30 წელი ვერაფრისგან და ვერავისგან იცავენ თავს.

სულ მარცხი და მარცხი. არადა თითქოს გვგონია მივაღწიეთ გამარჯვებას და ეგრევე ვიწირებით დამარცხებისთვის. ნუთუ 30 წელი არ არის საკმარისი, რომ ფეხბურთი მაინც ავიყვნოთ უმაღლეს დონეზე, ისე რომ ერთხელ მაინც გავიდეთ ან ევროპის ჩემპიონატის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე?

ქვეყანას ვერ ვაშენებთ, ვერ ვაშენებთ (ვიცით ყველამ რატომაც),  ფეხბურთს მაინც მოვაშოროთ სულგაყიდული, ფულის კეთებაზე მოფიქრალი და ბინძური ხალხი, ეს ხომ მაინც შეგვიძლია? რა გახდა ერთი ქართველ მწვრთნელი, რომელსაც ჩავაბარებთ ფეხბურთის ბედს, არ ჩავერევით მის საქმიანობაში, არ შევუშლით ხელს არაფერში. პირიქით, რასაც სხვებს ვაძლევთ ის მივცეთ და მოვთხოვოთ კიდეც პასუხი, თუ რამე გაფუჭდება. მოვლენ, წაიღებენ ამდენ მაყუთს და წავლენ. მერე ვგებულობთ, რომ სხვა გუნდში მიწვეულები, თითქმის უმრავლეს თამაშებს იგებენ.

რა ხდება არ გაინტერესებთ არავის? თითქოს, ყველამ კარგად ითამაშეს, თითქოს ყველანი ცალ-ცალკე კარგები არიან. რა ხდება? ამ 30 წლის მანძილზე რა გახდა ფეხბურთის აღორძინება, როცა უახლესი წარსულში არც ერთ ქვეყნაზე ნაკლები ფეხბურთი არ უთამაშიათ ჩვენ ბიჭებს.

მახსენდება, რომ ერთხელ რაციით დაურეკავს შსს მინისტრ გორგოძეს ედიკასთვის, ახალკაცი ბაზაზე არ მიშვებსო და რა ვქნაო, ედიკას უპასუხია, შენ კი არა მე არ მიშვებენ მანდო. ახლა, ყველა გამვლელ გამომვლელს შეუძლია წიხლით შეაღონ კარები და ათასი რჩევებით გამოულაყონ ტვინი მწვრთნელებს.

გეგა ჟორჟოლიანი; სოციალური ქსელი